მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი სასამართლო ექსპერტები ჩაერთვებიან
მიხეილ სააკაშვილის საქმეში ამერიკელი სასამართლო ექსპერტები ერთვებიან. მესამე პრეზიდენტს სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სპეციალისტები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც უცხოელი ქსპერტები მოამზადებენ, სავარაუდოდ სასჯელის გადავადების საფუძველი გახდება.
კომპანია "აკერმანი", რომელთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით უკვე ერთ კვირაზე მეტია, მოხდა შეთანხმება, გაფორმებულია ხელშეკრულება. ეს ადმაიანები ჩაატარებენ ორი ტიპის სამუშაოს. ეს არის რეიტინგებით ამერიკაში N 3 კომპანია. ისინი ჩაატარებენ სასამართლო, სამედიცინო და ფსიქიატრიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ეს ერთი, და მეორე, სამართლებრივ ანალიზს გაუკეთებენ და სამართლებრივ დასკვნას გასცემენ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან ან გათვაისუფლებასთან დაკავშირებით, - ამბობს ხაჭაპურიძე.