"უკანონო ქმედების გასაჯაროვებაზე ბრალდება ვერ იქნება" - მაია მწარიაშვილი გოგაშვილის დაკავებაზე

17.07.22 17:13
"უკანონო ქმედების გასაჯაროვებაზე ბრალდება ვერ იქნება" - მაია მწარიაშვილი გოგაშვილის დაკავებაზე

ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის საქმეში ბევრი კანონდარღვევაა. მწარიაშვილი საქმის აბსურდულობაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, საქმეს გრიფით საიდუმლოც დაედოს. 

თუ ვინმე ვარაუდობს, რომ მისი ბრალდება იქნება ის, ორმ მან გაასაჯაროვა, რაღაც გზებით გამოიტანა ეს უშიშროების სამსახურში დაგროვილი შექმნილი ეს ფაილები, მაშინ ეს აბსურდია, იმიტომ, რომ თავად ამ ფაილების შექმნაა უკანონობა, ამიტომ უკანონო ქმედების გასაჯაროვებაზე ბრალდება ვერ იქნება. მაშინ მისი ბრალდება უნდა იყოს, რომ ის თავად მონაწილეობდა აი, ამ უკანონობების შექმნაში, მაგრამ მხოლოს ის ხომ არ მონაწილეობდა? კიდევ სხვებიც, იქ უამრავი გვარია... მაშინ გამოძიება მიმართული უნდა იყოს სწორედ იქითკენ, სად შეიქმნა ეს ფაილები, რატომ, რისთვის და რა მიაზნით... სამწუხაროდ, თუ იმ ცუდი პრაქტიკით წავა ამ საქმის გამოძიება, დაიგრიფება მთელი საქმე, ადვოკატებს არ ექნებათ საშუალება, რომ ესაუბრონ, არ გვექნება საშუალება ბრალის ფორმულირებები ვნახოთ და თეორიულად შესაძლებელია, სასამართლო სხდომებიც დაიხუროს ანუ რაც მოადუნებს პრესის, ჩვენს თვალს, ანალიზის, დაკვირვების და შეფასების საშუალებას, - თქვა მწარიაშვილმა.