"ხელისუფლება ისტერიკაშია" - ბუჩუკური გოგაშვილის დაკავებაზე
"ხელისუფლება ისტერიკაშია," - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სწორედ "ოცნების" ისტერიკა ცხადყოფს, რომ ხელისუფლება შეშინებულია.
წინასწარ რაღაცეების თქმა, ან შინაარსი რა იქნება ან სანდოობა რა იქნება ამ დოკუმენტაციის, რთულია, თუმცა მეორე მხრივ, თვითონ გოგაშვილის დაკავების ისტერიკულობა ბევრს მეტყველებს "ქართულ ოცნებაზე" . ეს ისტერიკულობა ადასტურებს შიშს. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, როდესაც გინდა, რომ ფიზიკური ძალა აჩვენო, - ამბობს ბუჩუკური.