სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - ადვოკატს კითხვები აქვს

17.07.22 20:12
სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - ადვოკატს კითხვები აქვს

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება გოგაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 

 გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 2021  წლის თებერვალში ინფორმაციის გასაჯაროვებას ედავება, თუმცა ლილუაშვილის უწყება არ ამბობს, რაზეა საუბარი
 

"თითქოს სოსო გოგაშვილს ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების პერსონალური მონაცემების გავრცელებაზეა საუბარი",-  აცხადებს ადვოკატი. 

მისი თქმით, მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. რომელიც  შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.

გამოძიება ამტკიცებს, რომ პერსონალურ მონაცემებს  სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. 

მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა.