სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს

18.07.22 00:21
სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, 18 ივლისს იმსჯელებს.

სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხვს. 

გამოძიება გოგაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 

შოთაძის უწყება ირწმუნება, რომ სოსო გოგაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს გრიფით საიდუმლო დოკუმენტები და უკანონოდ შეძენილი, გაუფორმებელი იარაღი ამოიღეს. 

პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.