სოსო გოგაშვილი რუსეთის მოქალაქის საჩივრის გამო დააკავეს

18.07.22 11:15
სოსო გოგაშვილი რუსეთის მოქალაქის საჩივრის გამო დააკავეს

სოსო გოგაშვილი წელიწადნახევრის წინ ჩაწერილ ინტერვიუში რუსეთის მოქალაქებისის ხსენების გამო დააკავეს. საქმე ეხება "ტვ პირველის"  შაბათის ეთერისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც სუს-ის ყოფილ უფროსის მოადგილეს ნოდარ მელაძემ კითხვა საპატრიარქოში არსებულ რუსულ გავლენებზე დაუსვა და კონკრეტული ადამიანების გვარები დაუსახელა, რომლებიც  რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და საპატრიარქოს სტუმრობდნენ.

"პირველების" ინფორმაციით, კონსტანტინ რომანოვსკი და დავით აბრამია საქართველოში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მაღალი იერარქების რეიტინგებს იკვლევდნენ. 

ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქე, კონსტანტინ რომანოვსკი ჩვენებაში წერს, რომ 2021 წლის 13 თებერვალს  გადაცემას უყურა, თავი დამცირებულად იგრძნო, 6 თვის თავზე საქართველოში ჩამოვიდა და სოსო გოგაშვილს უჩივლა. 

ბრალის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება ორი მოქალაქის პერსონალური მონაცემების მოპოვებასა და გამოქვეყნებას, საქმის მასალებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ეს ორი მოქალაქე გახლავთ, ქართველი წარმომავლობის, თუმცა რუსეთში მცხოვრები მოქალაქე, კონსტანტინ რომანოვსკი და ასევე დავით ადამია. ჩვენებაში ერთ-ერთი მათგანი, რომანოვსკი აცხადებს, რომ თითქოს 2021 წლის 13 თებერვალს, ნოდარ მელაძის სიუჟეტში გასული ინფორმაცია მას მორალური ზიანი მიაყენა. როგორც ჩემთვის ცნობილია, სიუჟეტში ეს ადამიანი თითქოს ჩამოსული იყო პატრიარქის რეიტინგის გასაზომად და ასევე, პოლიტიკური სიტუაციის შესაფასებლად. პირის შესახებ დადგენილებაში ეს არ წერია, რა დოკუმენტს ედავებიან თუმცა სისხლის სამართლის მასალებში არის ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის თხოვნით, რომანოვსკისა და ადამიას საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები მიაწოდა იოსებ გოგაშვილს, თუმცა ჩემთვის როგორც ცნობილია, დოკუმენტები საჯარო სივრცეში არ გავრცელებულა და შესაბამისად, უცნობია, რა ზიანი მიადგათ კონკრეტულ პირებს.

რომანოვსკის განცხადების საფუძველზეა დაწყებული გამოძიება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აქ არის მხოლოდ შემდეგ საკითხზე საუბარი, რომ ნოდარ მელაძემ იოსებ გოგაშვილს აჩვენა კონკრეტული პასპორტები და ჰკითხა თუ არა იცნობდა თუ არა მათ, სადაც როგორც მახსოვს, იოსებ გოგაშვილმა დაუდასტურა, რომ პირადად არ იცნობს, მაგრამ იცის ამ პიროვნებების შესახებ"- აცხადებს, ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე. 

სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. 

ნახეთ ინტერვიუს ფრაგმენტი, რა დროდსაც ნოდარ მელაძემ კითხვა სოსო გოგაშვილს დაუსვა რუსეთის ორი მოქალაქის საქართველოში საეჭვო ვიზიტებთან დაკავშირებით.