"არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას" - "ოცნება" რიგგარეშე სხდომას არ ესწრება
"ქართული ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მმართველ გუნდში განმარტეს.
პარლამენნტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რიგგარეშე სხდომაზე დასწრება და დებატებში ჩართვა ევროკომისიის იმ რეკომენდაციას ეწინააღმდეგა, რომელიც პოლარიზიაციის შემცირებას გულისხმობს.
პრეზიდენტის და ოპოზიციის ინიციატივას მმართველი გუნდის წევრი პოლიტიკურ შოუს უწოდებს.
გვთავაზობენ საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკურ შოუს ელემენტებს და პოლიტიკურ ტრიბუნას. ეს თავისივე არსში, საწყისშივე ეწინააღმდეგება ევრკომისიის პირველივე პუნქტს, დეპოლარიზაციას. ანუ ჩვენი ამ პროცესშ მონაწილეობა ნიშნავს პოლარიზაციის გაღრმავებას და ამიტომ, ჩვენ რომ მივიღოთ მონაწილეობა პროცესში, რომეცლი არის ევრკომისიი 12 პუნქტიდან პირველივე პუნქტის საწინააღმდეგო და ჩვენ გამოვიდეთ და გავმართოთ პოლიტიკური დებატები, ერთმანეთთან დავიწყოთ პოლიტიკური პაექრობა და ა.შ. ამ ეტაპზე, ეს არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას. ჩვენ ვმუშაობთ, ვმუშოაბთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, თუ შემოიგვიერთდებიან, კარი ღიაა, - თქვა ოხანაშვილმა.
ოპოზიციაში "ქართული ოცნების" უარი არ უკვირთ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს ხელისუფლების ერთგვარი გატესტვა იყო იმის დასამტკიცებლად, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ სურს.
რაღაც მიზეზს მოიდებენ ალბათ და იტყვიან, რომ ხვალ სხდომა არ გაიმართება ან ქვორუმს არ შეგვიქმინიან ან კარს ჩაგვიკეტავენ და არ შეგვიშვებენ შგნით, როგორც ეს წინა რიგგარეშე სესიის დროს იყო, საბოტაჟი არის ის, როდესაც შეკრებები შეკრებისთვის იმართებას და არა საქმისთვის და ხელისუფლებას ძალიან დიდი დრო ჰქონდა ამისთვის, რომ მანამდეც, სანამ 12 პუნქტიანი შესასრულებელი გეგმა დაიდებოდა, რეალური საქმე ეკეთებინა, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომა დღეს 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.