რადიკალების პროპაგანდის მსხვერპლი - კაცი, რომელმაც, "ალტ ინფოს" აქციაზე თავი დაიწვა, გარდაიცვალა
რადიკალების პროპაგანდის მსხვერპლი - 65 წლის მიხეილ მამუკიშვილი, რომელმაც 2 ივლისს, "ალტ ინფოს" ორგანიზებულ აქციაზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა გარდაიცვალა. მას სასუნთქი გზები ჰქონდა დამწვარი და სხეულის 75%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.
ოჯახის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ მამუკიშვილი პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილა, არასდროს მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, თუმცა 2 ივლისს სოფელი შილდადან გამოიპარა და თბილისში, რადიალების შეკრებაზე ჩამოვიდა.
მათივე თქმით, კაცი "ალტ-ინფოს" მაყურებელი იყო და ხშირად ისმენდა რადიკალურ მოწოდებებს, რომელიც პრორუსული მედიასაშუალების ეთერში ისმის.