გადაუვადებენ თუ არა სასჯელს სააკაშვილს - მოსამართლეს გადაწყვეტილებისთვის რამდენიმე დღე აქვს
მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ შესაძლოა, აგვისტოში გაუშვან. მესამე პრეზიდენტისთვის სას-ჯელის გადავადებაზე სასამართლო აგვისტოს პირველ კვირას იმსჯელებს. ინფორმაციას "პირველებს" სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, უდასტურებს.
მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ცენტრ "ემპათიას" საექსპერტო დასკვნას ელოდებიან, რათა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე სასჯელის გადავადების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართონ.
პირველ რიგში, ველოდებით ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო დასკვნას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, საერთოდ შეგვაქვს თუ არ შეგვაქვს, ანუ დასკვნაში უნდა იყოს ის დაავადებები, რომლებიც სასჯელის გადავადების საფუძველს წარმოშობს.
მეორე საკითხი, ველოდებით ამერიკელების ჩამოსვლას, რომლებიც ჩაერთვებიან როგორც ექსპერტები ამ საქმეში. იმ შემთხვევაში, თუ მას დაერქმევა, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, არა მგონია, სახელმწიფო წავიდეს იმის წინააღმდეგ, რომ მას სასჯელი გადაევადოს, იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა არსებობს. თუ უარს გვეტყვიან, დარღვეული იქნება როგორ ქართული კანონმდებლობა, ისე ევროპული კონვენცია, - თქვა ხაჭაპურიძემ.
ექსპერტების სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, რომელშიც ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან, სავარაუდოდ, მზად კვირის ბოლოს იქნება.