მე რა ვიცი, კანონიერად უსმენენ, თუ უკანონოდ?! - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მანანა კობახიძეზე

18.07.22 12:34
მე რა ვიცი, კანონიერად უსმენენ, თუ უკანონოდ?! - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მანანა კობახიძეზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, არ აწუხებს ფაქტი, რომ შესაძლოა, მასაც უსმენდნენ. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მანანან კობახიძეს,  რომელმაც მოსმენების გამო სუს-ს პროკურატურაში უჩივლა, ტურავა არ გამორიცხავს, რომ მის კოლეგას "კანონიერად უსმენენ".

მანანა კობახიძის მოემენის ფაქტი ჯერ გამოკვლეული არ არის. მე არ ვიცი, ეს იყო კანონის ფარგლებში, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე თუ სხვა გარემოებები იყო. საქმე, რომელიც გამოძიებული არ არის, მე რა ვიცი... 

ვინაიდან, საკითხი გამოკვლეული არ არის საქმე და საკითხი, მე რა ვიცი, კანონიერად უსმენენ, თუ უკანონოდ?!  არსებობს კანონიერი მოსმენის ინსტიტუტი და უკანონოდ მოსმენის ინსტიტუტი"- აცხადებს ტურავა.