საჩუქარს ჩემგანაც მიიღებენ - სოსო გოგაშვილის ცოლი ხელისუფლებას

18.07.22 13:07
საჩუქარს ჩემგანაც მიიღებენ - სოსო გოგაშვილის ცოლი ხელისუფლებას

სოსო გოგაშვილის ცოლი "ტვ პირველთან" სკანდალურ განცხადებას აკეთებს. თეა დემეტრაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მისგანაც "მიიღებს საჩუქარს". 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი არ აკონკრეტებს, რა "საჩუქარზეა" საუბარი, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს "არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის". 

გოგაშვილები არც იმას გამორიცხავენ, რომ ოჯახს ავარია მოუწყონ და "ამით სოსო გოგაშვილთან ივაჭრონ". 

თეა დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი მუქრის წერილებს იღებს, მისივე თქმით, სახლსა და ავტომობილებში მოსასმენი აპარატურებია დამონტაჟებული.