სპეცოპერაციისას მამაჩემის ლიკვიდაცია სურდათ - სოსო გოგაშვილის შვილი
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი მუქარაზე საუბრობს - სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მათ უთვალთვალებენ.
სხვადასხვა ინფორმაცია მივიღეთ, რომ ჩვენს სახლებში და ავტომობილებში მოსასმენი აპარატურებია დამონტაჟებული. გადაადგილებისას შევამჩნიეთ, რომ გვითვალთვალებენ. თავს უსაფრთხოდ ნამდვილად ვერ ვგრძნობთ. შესაძლოა, ჩვენი ლიკვიდირებაც იყოს დაგეგმილი. ალბათ, ის სპეცოპერაციაც სწორედ ამას უკავშირდებოდა. ალბათ, მამაჩემის ლიკვიდირება იყო დაგეგმილი, უბრალოდ დედაჩემმა, ყველაფერის ვიდეომასალაზე ასახვა მოახერხა.
დარწმუნებული ვარ, რომ იოსებ გოგაშვილის ლიკვიდაცია სურდათ. მივმართავ "ქართული ოცნების" ყველა იმ წევრს, რომელიც ჩართული იყო ამ სპეცოპერაციის დაგეგმვაში, პასუხს აუცილებლად აგებენ. ვერ შეგვაშინებენ"- აცხადებს ნინი გოგაშვილი.
დაკავებულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ გოგაშვილი რუსულ ინტერესებთან ბრძოლის გამო დააკავა.
,,ქართული ოცნება" რუსული ოცნებააა. სოსო გოგაშვილი რუსული მმართველობის სქემას ებრძოდა, სწორედ ამიტომ სურს რუსულ ოცნებას მამაჩემის გაჩუმება. თუნდაც ის ინტერვიუ, რომელიც წელიწადნახევრის წინ გავიდა და მამაჩემმა ჟურნალისტის შეკითხვას პასუხი გასცა, ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ მამაჩემი ებრძოდა რუსულ მმართველობას და იცავდა ეკლესიას"- თქვა სოსო გოგაშვილის შვილმა.