სოსო გოგაშვილი დაკავებისას შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18.07.22 13:37
სოსო გოგაშვილი დაკავებისას შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინფორმაციით,  სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კოკა კაციტაძის განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი ოჯახის მიმართვა გახდა.

გამოძიება გუშინ, საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილის ბე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ნიშნავს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედება იქ ჩატარებული ღონისძიების დროს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზე. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კაციტაძემ.