სახლის კარი ააფეთქეს, 5-5 კაცი მე და ჩემ შვილს მუხლებით გვახრჩობდა - სოსო გოგაშვილის პირველი კომენტარი

18.07.22 13:55
სახლის კარი ააფეთქეს,  5-5 კაცი მე და ჩემ შვილს მუხლებით გვახრჩობდა - სოსო გოგაშვილის პირველი კომენტარი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, მისი დაკავების შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს - გოგაშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას მათი საცხოვრებელი სახლის კარი ააფეთქეს. 

გოგაშვილი აღნიშნავს, რომ სპეცოპრაციისას ძალოვანებს ჰქონდათ განჩინება ჩხრეკაზე და არა დაკავებაზე.

16 ივლისს, ღარმის 02:00 საათზე, ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა, ეს არანაირი წესების დაცვით არ მომხდარა - არც გაფრთხილებით და არც ის, რომ აი ამის გამო მოვედით. იყო განჩინება ჩხრეკაზე და არა დაკავებაზე. მე მათ განვუმარტე, რომ ბავშვები მყავდა - 4 წლის შვილიშვილი და 10 წლის შვილი და მათ უკანა ოთახში გავიყვან და კარებს გაგიღებთ-თქო, თუმცა შემომტვრევა გააგრძელეს...  

ამ დროს კარი ფეთქდდება, გვაკავებენ მე და ჩემს შვილს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ძალადობრივი მეთოდებით ხდება ჩვენი დაკავება. ხელებზე ე.წ. ხამუტებს გვიკეთებენ. 5-5 კაცი მე და ჩემს შვილს მუხლებით გვახრჩობდა"- აცხადებს გოგაშვილი. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას: 

ჩემი მეუღლე ათრიეს თმებით,  ჩემმა 10 წლის შვილმა სტრესისგან დაიწყო ღებინება, შვილიშვილს დაეწყო უნებლიე შარდვა"- თქვა გოგაშვილმა.