ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა - სოსო გოგაშვილი

18.07.22 14:00
ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა - სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი განსასჯელის საკამიდან სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოსო გოგაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ციხეში ჯაჯუშის მხილების გამო გაუშვეს. 

დღეს ისტორიული დღეა, მე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა " - უთხრა სოსო გოგაშვილმა მოსამართლეს და დასძინა, რომ აგენტების გამოვლენა მისი კონსტიტუციური უფლება იყო.

მისი თქმით, ის რუსეთის სპეცსამსახურების, აგენტების ჩივილის საფუძველზეა დაკავებული. 

სოსო გოგაშვილი წელიწადნახევრის წინ ჩაწერილ ინტერვიუში რუსეთის მოქალაქებისის ხსენების გამო დააკავეს. საქმე ეხება "ტვ პირველის"  შაბათის ეთერისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც სუს-ის ყოფილ უფროსის მოადგილეს ნოდარ მელაძემ კითხვა საპატრიარქოში არსებულ რუსულ გავლენებზე დაუსვა და კონკრეტული ადამიანების გვარები დაუსახელა, რომლებიც  რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და საპატრიარქოს სტუმრობდნენ.

"პირველების" ინფორმაციით, კონსტანტინ რომანოვსკი და დავით აბრამია საქართველოში საპატრიარქოს წარმომადგენლების, მაღალი იერარქების რეიტინგებს იკვლევდნენ.