სპეცოპერაციას უტარებენ ვიცე-პოლკოვნიკს, რომელმაც ტერორისტებს მუსრი გაავლო - გოგაშვილი
სპეცოპერაციას უტარებენ ვიცე-პოლკოვნიკს, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან 16 ივლისს ჩატარებულ სპეცოპერაციას "იდიოტური" უწოდა.
იდიოტის ნაცვლად გამოვიყენებ სიტყვა „იმნაირს“. ეს იმნაირი ხალხი იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ ჩემზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო"- თქვა გოგაშვილმა.
სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების სპეცოპერაციის დეტალები აღწერა და თქვა, რომ მისი ოჯახის წევრები ტერორში ამყოფეს:
დაიწყეს ჩემი მეუღლის და ჩემი მეუღლის დის ტერორის ქვეშ ყოფნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თმებით თრევა, ამავდროულად, 10 წლის ჩემი შვილი იწყებს ღებინებას სტრესის ფონზე, 4 წლის ჩემი შვილიშვილი უნებლიე შარდვას, აბსოლუტურად არავის არაფერი არ ესმით, ჩვენ გართხმული ვართ მიწაზე ", - ამბობს გოგაშვილი.
მისი თქმით, დაინახა, რომ ძალადობაში გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე იღებდა მინაწილეობას:
ამ დროს ვგრძნობ ხელზე რკინის შეხებას, გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების და ვიცი, რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელი იარაღიც შემდეგ უნდა ჩადონ, მე ვერ დავინახავდი, რა იარაღი იყო ქვემოთ ვიყავი გართხმული, რომ ვიგრძენი, რასაც აკეთებდნენ, ვეცადე, თავი გამეთავისუფლებინა...
ამის შემდეგ მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი და მეორე უკვე დედის მისამართით შევაგინე. როგორც შევაგინე, ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, ამ გიორგი ღამბაშიძეს, მარცხენა მხარეს, რომელიც იარაღს მისვამდა, ის უკვე ავტომატი იყო დიდი, ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა", - იხსენებს გოგაშვილი.