მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს, კრიმინალებთან ერთად ვიყავი სოროში, სადაც კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ - სოსო გოგაშვილი
"ჩემ მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა" - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 საათი სასწრაფო არ გამომიძახეს. დაკავების შემდეგ კი "სოროში მოათავსეს".
მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს. არ დამარეკინეს ადვოკატთან, ყველა ტელეფონი ჩამომართვეს. ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს. კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები.
ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ“,- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.