პრეზიდენტის მოწვეულ სხდომას "ოცნება" არ ატარებს - ხელისუფლებამ კანონი მორიგ ჯერზე დაარღვია

18.07.22 15:27
პრეზიდენტის მოწვეულ სხდომას "ოცნება" არ ატარებს - ხელისუფლებამ კანონი მორიგ ჯერზე დაარღვია

პრეზიდენტის მოწვეულ სხდომას "ქართული ოცნება" არ ჩაატარებს - ხელისუფლებამ კონსტიტუცია მორიგ ჯერზე უგულებელყო. ოპოზიციამ განცხადებები  სიმბოლურად სასესიო დარბაზის დახურულ კართან გააკეთა. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ჩარაზული კარით "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა დაუკეტა. 

ჩარაზული კარი არის სიმბოლო როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ევროპულ პერსპექტივებს. ისინი ამ ქმედებით, პრაქტიკულად, უარს გვეუბნებიან იმაზე, რომ დავიწყოთ აქტიური მუშაობა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საკითები უკვე მზად არის, კონკრეტული საკითხები ინიცირებულია და შესაძლბელელი იყო, რომ დრესვე განხილულიყოკომიტეტის სხდომებზე და რიგგარეშე სესია უახლოეს პერიოდში ჩანიშნულიყო, ბიურომ კონსტიტუციის დარღვევით უარი გვითხრა. ამით უარს გვეუბნებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, - თქვა ლევან ბეჟაშვილმა. 

ოპონენტების კრიტიკას კი მმართველ გუნდში პოპულიზმს უწოდებენ. 

განცხადებები, რა დღეს მოვისმინეთ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის პოპულიზმი, რეალურად, ოპოზიციას არ სურს თანხმობა. რიგგარეშე სესიაზე კი არა, რიგითი სესიები რომ მიმდინარეობდა, მაშნაც კი არ ესწრებოდნენ სხდომებს, მაშნაც კი არ მონაწილეობდნენ სამუშაო პროცესში, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა მმართველ პარტიას დღეს პირდაპირ უთხრა, რომ კანონმდებ-ლები პრეზიდენტის მოთხოვნის უგულებელყოფით ისინი კანონს არღვევენ.

ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატები აცხადებენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა, ეს შეიძლება  იყოს დესტრუქციისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომცა ჩვენ მიგვაჩნია პირიქით, რომ ოპოზიციამაც უნდა იმუშავოს იმ სამუსაო ჯგუფებშ, რომელიც შექმნილია, ასევე, უმრავლესობას უნდა მიეცა თანხმობა დღეს რომ გახსნილიყო რიგგარეშე სესია. პრეზიდენტის და ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ სესიის დანიშვნით კიდევ ერთხელ გადადგმულიყო ერთი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. მოხდა პირიქით, - თქვა გიორგი მსხილაძე.