ახლა ჟურნალისტი ვარ - ,,უცნობი" არ პასუხობს კითხვას საიდან ჰქონდა ჟურნალისტების ჩანაწერი

18.07.22 15:51
ახლა ჟურნალისტი ვარ  -  ,,უცნობი" არ პასუხობს კითხვას საიდან ჰქონდა ჟურნალისტების ჩანაწერი

მომღერალი ,,უცნობი" ამტკიცებს, რომ ახლა ჟურრნალისტია და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. კოკა კაცი-ტაძის სამსახური გია გაჩეჩილაძემ ისე დატოვა, რომ არც წყარო გაამხილა და არც ის თქვა, ვინ ჩაწერა და ვინ მიაწოდა ,,მთავარი არხის" ჟურნალისტების ფარული მიყურადების მასალა.

სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში ქართული ოცნების პროპაგანდისტს ერთი საათიც კი არ გაუტარებია. 

რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, პასუხს გაგცემ? არ მინდა პასუხის გაცემა. - განაცხადა უცნობმა საგამოძიები უწყების დატოვებისას.

გია გაჩეჩილაძის ადვოკატის,  გელა ნიკოლეიშვილის, ინფორმაციით, ,,უცნობს" გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

გამოძიებას ჰქონდა კითხვები იმ ჩანაწერთან დაკავშირებით. გია გაჩეჩილაძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება წყაროს არგათქმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მას ჩვენება არ მიუცია.

კითხვები იყო, მაგრამ მან განაცხდა უარი პასუხზე კანონის საფუძველზე, რადგან ეს წყაროს გამჟღავნების საშუალებას იძლევა - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მთავარმა საგამოძიებო სამსახურმა ,,მთავარ არხში" ჩამწერი მოწყობილობა ვერ იპოვა. კაციტაძის უწყებას კითხვები აქვს ტელევიზიის დაცვის სამსახურის მიმართ, თუ რატომ ვერ შეამჩნია უცხო პირი, ვინც შესაძლოა, ოფისში ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟა.