პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური არარაობაა - გიგა ბოკერია

18.07.22 15:37
 პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური არარაობაა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ  ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს. 

გოგა ბოკერიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი "პოლიტიკური არარაობაა". 

ეს წერილები ივანიშვილისთვის იწერება და შესაძლოა რაღაც ნაწილისთვის მათ ვერტიკალში, მაგრამ ივანიშვილისთვის პერსონალურად. ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ან ზოგადად გონიერი ადამიანისთვის, თუ მან არ იცის საქართველოში რა ხდება, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელიც აკონტროლებს მთავრობას და პრემიერმინისტრი უბრალოდ პოლიტიკური არარაობაა რომელიც ივანიშვილის დაქირავებულია, ეს წერილები არის ამის საუკეთესო საბუთი. ეს წერილები ადასტურებს იმას, რასაც თითქოს აპროტესტებს"- ამბობს ბოკერია. 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.