არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია - ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს

18.07.22 15:44
არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია - ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს


"ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ ვრცელ წერილში წერს.  

ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ბიძინა ივანიშვილს აქებს და ირწმუნება, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან წასულია: 

გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერმინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის"- წერს ღარიბაშვილი.