Credit Suisse-ი რეზოლუციას ივანიშვილის უფლებების შესალახად იყენებს - ღარიბაშვილი ლაიენს
ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციას შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვს გადარიცხვების შესაჩერებლად იყენებს და მის უფლებებს ლახავს:
რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს." წერს ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში.