ნოდარ მელაძემ უნდა თქვას სოსო გოგაშვილმა აჩვენა პირადობის ასლები, თუ პირიქით - სოსო გოგაშვილის ადვოკატი
"საქმეში არ დევს მტკიცებულება თუ ვინ გადასცა, სოსო გოგაშვილს პასპორტის ქსეროასლი, რომელიც ნაჩვენები იყო ნოდარ მელაძის გადაცემაში"- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა განაცხადა.
როგორც ირკვევა, რუსეთის მოქალაქე, კონსტანტინ რომანოვსკი პროკურატურის მნიშვნელოვანი მოწმეა:
რომანოვსკის ფიგურა, როგორ ჩანს, საინტერესოა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა რანგის თანამშრომლების მიერ რომანოვსკის საზღვარზე შემოსვლა არის გადამწომებული 54-ჯერ. 18 თანამშრომელმა 54-ჯერ გადაამოწმა მისი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია. ამ 18 პირიდან დაკითხულია მხოლოდ 1 პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილმა სთოხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს, როგორ გითხარით, არანაირ დანაშაულს არ წარმოადგენს. საქმეშ არ დევს მტკიცებულება თუ ვინ გადასცა, მაგალითად, სოსო გოგაშვილს პირადობის ქსეროასლები, პასპორტის ქსეროასლი, რომელიც ნაჩვენები იყო ნოდარ მელაძის გადაცემაში. სხვათაშორის, მე მექნება, იმედია, ბატონ ნოდარ მელაძესთან საუბარი და თუ თანახმა იქნება, გამოკითხვაც შემდეგ საკითხთან დაკავშირებით, რომ მან გვითხრას, რომ სოსო გოგაშვილმა აჩვენა ნოდარ მელაძეს პასპორტის ასლები თუ ხომ არ მოხდა ისე, რომ ნოდარ მელაძემ... ამის დადასტურება მჭირდება მე ოფიციალურად, - თქვა რამაზ ჩინჩალაძე.