სააკაშვილი მძიმედა, წესით, კლინიკაში ადამიანები უკეთ უნდა ხდებოდნენ - ლევან ხაბეიშვილი
პოლიტიკური კონსულტაციები ,,ვივა მედში" - მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელს, ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ხაბეიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი ცუდააა.
,,ნაცმოძრაობის" წევრმა მიხეილ, სააკაშვილს იმ საერთშორისო შეხვედრების შესახებ მოუთხრო, რომელსაც პარტია უცხოეთში ახორციელებს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.
მძიმედ არის, არადა, წესით, ადამიანები საავადმყოფოში უკეთ ხდებიან-ხოლმე. იმიტომ გადმოჰყავთ, რომ გამოჯანმრთელდნენ. ამასობაში სააკაშვილი კიდევ უფრო რთულად არის, ვიდრე გადმოყვანამდე იყო.
დასავლეთში მისი ბევრი პირადი მეგობარი ვნახეთ, რომელთაც გავლენა აქვთ სხვადასხვა პოლიტიკური ინსტრუმენტებზე და სხვადასხვა პროცესებზე ხელი მიუწვდებათ.
ცხადია, ამ ადამიანებთან ნასაუბრები და პოზიციები გავუზიარე. განვიხილეთ სამომავლო გეგმები, ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საკითხში. თუმცა ადამიანურად ჩემთვის ძალიან მძიმეა პრეზიდენტ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვა. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის სამკურნალოდ გადავიყვანოთ მესამე ქვეყანაში, თუნდაჩ ეს პოლონეთი იყოს - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილამდე საკნად ქვეულ "ვივა მედის" პალატაში პრეზიდეტის დედა იყო შესული.