სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო ბევრი დრო არ აქვს - მედიკოსი

18.07.22 18:28
სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო ბევრი დრო არ აქვს - მედიკოსი

ძალიან ცუდად არის, მიხეილ სააკაშვილს კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო ბევრი დრო არ აქვს - ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რომლის მკურნალობა საქართველოს პირობებში შეუძლებელია, რადგან საჭიროებს კვალიფიციურ კლინიკას, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

ენდოკრინოლოგი ,,პირველებთან" აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მიხეილ საააკშვილს გორის ჰოსპიტალში არასწორი მკურნალობის გამო შეექმნა.

პაციენტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ჰქონდა დაზიანებული რეფიდინგის არასწორად ჩატარების ფონზე. ამას პირველად ვამბობ, თუმცა, აღნიშნული აზრი დიდი ხანია, გაგვიჩნდა. 

გორის ჰოსპიტალიდან დაწყებული, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, დღეს კი საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს.

ძალიან დამძიმებული სომატური პათოლოგიაა, იქ არის აგრეთვე უამრავი კომბინირებული პრობლემა, რომელთა ერთად მოვლა შეუძლია მხოლოდ ძალიან კვალიფიცირებულ და ამ პრობლემებზე დასპეციალირებულ კლინიკას, ეს კი საქართველოში ვერ მოხდება. - აცხადებს ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი.

 რამდენიმე დღეში კიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ ,,ემპათიას" ექსპერტების დასკვნა უნდა გასაჯაროვდეს.