ღარიბაშვილის პრიორიტეტი ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესებია - იან კელი

18.07.22 17:52
ღარიბაშვილის პრიორიტეტი ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესებია - იან კელი

ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს პრემიერის პრიორიტეტი ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესებია - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი, ევროკავშირის პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილი წერილის კომენტირებისას წერს.

იან კელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი იცავს არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის ინტერესებს.

რატომ წერს საქართველოს პრემიერმინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, უგულებელყოფს რა რეფორმების გასატარებლად ევროკავშირის სხვა პუნქტებს?

სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს. - აღნიშნავს კელი.