ღარიბაშვილის წერილი იმის დასტურია, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება - გიორგი გახარია
ექსპრემიერი და პარტიის ,,საქართველოსთვის" ლიდერი ყოფილი თანაგუნდელის წინააღმდეგ. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის წერილი, რაც მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს გაუგზავნა, იმის დასტურია, რომ სახელმწიფო კერძო ინტერესებს ემსახურება.
გახარია მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, დაუდგნენ გვერდში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში.
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება. მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. - წერს ტვიტერზე გიორგი გახარია.
დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ევროკავშირს აკრიტიკებს.