რადიკალების პროპაგანდის მსხვერპლი - უპასუხო კითხვები 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე

18.07.22 20:51
რადიკალების პროპაგანდის მსხვერპლი - უპასუხო კითხვები 65 წლის კაცის გარდაცვალების საქმეზე

65 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმე-  შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა  არ გამოუკითხავთ მსხვერპლის ოჯახის არც ერთი წევრი, არავინ დაინტერესებულა, ვინ მიიტანა თბილისის ცენტრში აქციაზე ბენზინი, როგორც დანაშაულის იარაღი და არ ამოუღიათ ტრაგედიის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რაც ყველა კითხვას პასუხს გასცემდა.

გარდაცვლილი მიხეილ მამუკაშვილის შვილი ამბობს, რომ მისი მშობელი გულშემატკივრობდა რადიკალების დაჯგუფებას, ალტ -ინფოს არხსაც ხშირად უყურებდა, თუმცა, უკონფლიქტო ადამიანი იყო და ვერ ხვდება, რატომ განიზრახა თავის მოკვლა.

იმ დილას ცხოვრებაში პირველი ტყუილი თქვა, რომ მიდიოდა სხვა საქმეზე და ამ დროს საიდან მოხვდა იქ, არ ვიცი - აცხადებს მამუკიშვილის შვილი.

65 წლის მიხეილ მამუკიშვილი ყვარლის სოფელ შილდაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. პროფესიით ფიზიკოსი, ჰიდროელექტროსადგურში მუშაობდა. მოძალადეების აქციაზე კი 2 ივლისს, ცხოვრებაში პირველად წავიდა. პრორუსი რადიკალების გვერდით დგომა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პარლამენტის შენობასთან მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. თითქმის 10 დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ის ვერ გადარჩა.

სოფელ შილდაში ახლა ყველა გაოგნებულია. რადიკალების პროპაგანდას შეწირული კაცის მეზობლები ამბობენ, რომ უჭირთ იმის დაჯერება, რაც მოხდა.

მეზობლებსი ინფორმაციით, 65 წლის კაცს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია, ვერავინ ხსნის, რამ მიიყვანა კაცი რადიკალურ გადაწყვეტილებამდე და ვინ უბიძგა მას თავის დაწვისკენ. 

პრორუსი რადიკალების პროპაგანდის მსხვერპლი, 65 წლის მამაკაცი, საკუთარ სოფელში უკვე დაკრძალეს.