ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებისთვის ემზადება - პროცესი სააპელაციოში 13:00 საათზე გაიმართება

19.07.22 11:26
ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებისთვის ემზადება - პროცესი სააპელაციოში 13:00 საათზე გაიმართება

"მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში  სხდომა 13:00 საათზე ჩანიშნული. 

ნიკა გვარამია დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს. 

დაპატიმრებული მედიამენეჯერის ცოლი, სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ მან არ იცის რას იყუვის ნიკა გვარამია პროცესზე. 

ზუსტად ვიცი, რომ რასაც ნიკა იტყვის იქნება სიმართლე. რომ გითხრათ, რომ რაიმე კონკრეტული მოლოდინი მაქვს ამ პროცესთან დაკავშირებით, მოგატყუებთ. უბრალოდ, მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ სისტემაში გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნიკასავით ადარდებთ საქართველოს ბედი და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც სინდისი უკარნახებთ და არა როგორც ეტყვიან მათ რომ მიიღონ"- აცხადებს სოფო ლილუაშვილი. 

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის განცხადებით კი გვარამიას საქმე აშკარა პოლიტიკური დევნის მაგალითა: 

ეს საქმე ასეთად არის შეფასებული არამხოლოდ ჩვენს მიერ, ან საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების მიერ, არამედ ეს გაჟღედა საერთაშრისო არენაზე. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი მწვავე განცხადება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ერთადერთ რაღაცაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების გაგრძელება და დაკვეთის შესაბამისად იმოქმედებენ. რამდენად ეყოფათ გონირება და გაითვალისწინებენ მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. სასასამრთლომ ნიკა გვარამიას დაკავებით საკნაოდ სეროზული ზიანი მიაყენა ამ ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას"- აღნიშნავს ადვოკატი.