„ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, ევროპის გზა ჩაკეტა - მანჯგალაძე
"ქართული ოცნება" პოლიტიკურ შატალოზეა - პრეზიდენტი მეორე დღეა დუმს. სახელისუფლებო პარტიას პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარი ჩარაზული აქვს და საგანგებო სესიის გამრთავს არ აპირებს.
ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და მმართველი გუნდის გარეშე ევროკავაშირს რეკომანდაციებზე მუშაობას მარტო აპირებს.
პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად ევროპის გზა ჩაკეტა.
„სტრატეგია აღმაშანებელის“ წევრი იმასაც აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდი დროს წელავს, რადგან 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს.
მმართველმა პარტიამ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, სიმბოლურად ჩაკეტა ევროპაში ინტეგრაციის გზა. მათ გამოუცხადეს ბოიკოტი ევროპაში ინტეგრაციისთვის საჭირო 12 პუნქტის შესრულებას. მე მივმართავ საზოგადოებას, ქართუ ოცნებასთან საუბარს აზრი არ აქვს, რომ არ აპირებენ ამ 12 პუნქტის შესრულებას, ისინი აპირებენ დროის გაწელვას, იმიტიაციის შექმნას. ამ იმიტაცია ოპოზიცია რა თქმა უნდა მონაწილეობას არ მიიღებს და არც ფასადს შევუქმნით ამ იმიტაციაში. ჩენ ვგეგმავთ რომ ეს ზაფხული გამოყენებულ იქნას 12 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისთვის,ძალიან დიდი ინტელექტუალური პოტენციალია საზოგადოებაში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში და ამ ხალხთან ერტად ჩვენ შევქმნით საკანონმდებლო პაკეტებს“. - ამბობს პაატა მანჯგალაძე
შეგახსენებთ, რომ „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის მოწვეული სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ პლატაფორმას ოპოზიცია პოლიტიკური შოუს მოსაყწობად გამოიყენებს.