ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციომ უნდა გამოასწოროს ხარვეზები - სახალხო დამცველი

19.07.22 11:10
ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციომ უნდა გამოასწოროს ხარვეზები  - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 

ნინო ლომჯარიას თქმით, განაჩენი, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა, დაუსაბუთებელია, ამიტომ შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა სააპელაციოს აქვს. 

ომბუდსმენი პირდაპირ ამბობს, რომ ერთ-ერთი ბრალი, რომელიც ნიკა გვარამიას წაუყენეს, დანაშაულის ნიშნებს საერთოდ არ შეიცავს. 

ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს კვლავ მოუწოდებს, მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენოს და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. 

სააპელაციო სასამართლოს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რომ გამოასწოროს მართლმსაჯულების ის სერიოზული ხარვეზები, რაც ჩვენ ვიხილეთ პირველი ინსტანციაში. 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას მიმართ სააპელაციო სასამართლოს  გამოტანილი აქვს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განაჩენი. ერთ-ერთ ბრალთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ  დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ იყო. 

კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე"- აცხადებს ომბუდსმენი.