"ჩემი ძმის სიკვდილს ღიმილით შეხვდით" - ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს, სხდომაზე ასევე საუბარია ავარიული სახლების პროგრამაზე, რომელსაც არსამთავრობო სექტორიც ეწინააღმდეგება.
დღეს პირველად ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ვიცე-მერთან ერთად გამოჩნდა.
საკრებულოს სხდომა გარდაცვლილი დეპუტატის გახსენებით დაიწყეს. ადგილზე ნუგზარ ფუტკარაძის და იმყოფებოდა.
ნაზი ფუტკარაძემ წარმოადგინა ფოტომასალა, რომელიც იმ დროს არის პარლამენტში გადაღებული, როდესაც პარლამენტის წევრი ხაჩიშვილი მის გარდაცვლილ ძმაზე საუბრობდა.
მინდა, განახოთ პრემიერისა და გომელაურის სახე, როდესაც პარლამენტში იკითხეს რა ეტაპზეა ნუგზარ ფუტკარაძის გამოძების საქმეო. აი ნახეთ ღიმილით შეხვდნენ ამ საკითხს. შემდეგ პასუხი იყო სტრასბურგს მიმართეთო“. - თქვა ნაზი ფუტკარაძემ.
ფუტკარაძის ფოტოებს მმართველი გუნდიდან გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ასე აწუხებდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუგზარ ფუტკარაძის ბედი, შემდეგ მათ ქორწილში სიარული არ უნდა დაეწყოთ.
მკვლელობის მერე რომ ქორწილში ტაშ-ფანდური ატეხეთ, ეს ხომ უფრო დიდი სირცხვილია, და გეხვეწებით, ნუღა ახსენებთ ამ ამბავს“. - თქვეს „ქართული ოცნების“ წევრებმა.
საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, ოპოზიციამ ბათუმის მერს ბრალი კორუფციაში დასდო.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რეზო ხარაზმა, ბათუმის მერს პირდაპირ უთხრა, რომ არის ბევრი კორუფციული ფაქტი, რომელშიც ის არის ეჭვმიტანილი და ამ კითხვებზე ჩიქოვანს განმარტებები მოსთხოვა, თუმცა მას კითხვებზე პასუხი არ გაუცია.