ფიზიკური ანგარიშსწორება დაკავების დროს- სოსო გოგაშვილს გამომძიებლები ციხეში გამოკითხავენ
სოსო გოგაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის წინასწარ პატიმრობას ასაჩივრებენ. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ხვალ შევა, მანამდე გოგაშვილს დღეს რუსთავის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები გამოკითხავენ. საქმე ეხება დაკავების დროს სოსო გოგაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
დაზიანებები მიაყენეს მის ვაჟსაც. ახლა უნდა დადგინდეს, ვისი ბრძანებით გადაამეტა უფლებამოსილება სპეცრაზმმა.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.
უკვე გვაქვს კომუნიკაცია მხარესთან და ადვოკატებთან. ჯერ-ჯერობით საქმის მასალები არ მოუწოდებიათ. დაკავების პროცედურულ ნაწილს და ასევე საქმის მასალებსაც გავეცნობით, როდესაც მას ადვოკატი მოგვაწვდის. რა თქმა უნდა,იმ ფარგლებში, რაზეც გვექნება წვდომა.
განცხადებები, რომელსაც მოწმეები, ოჯახის წევრები აკეთებენ, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, ძალის გადამეტებას და ასე შემდგომ"- თქვა ომბუდსმენმა.