სააპელაციოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული, გამოასწორებენ თუ არა პირველ ინსტანციაში ჩადენილ უკანონობას - გვარამიას ადვოკატი

19.07.22 13:10
სააპელაციოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული, გამოასწორებენ თუ არა პირველ ინსტანციაში ჩადენილ უკანონობას - გვარამიას ადვოკატი

სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ განაჩენზე მსჯელობას იწყებს. 

სასამართლოზე "მთავარი არხის" სახეები, ნიკა გვარამის ოჯახის წევრები და ელჩები მივიდნენ. 

როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, მოსამართლეებს მათი პასუხისმგებლობის ხარისხი ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ. 

საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში თითოეული ადამიანის მოქმედება და გადაწყვეტილება ლუპით იქნება შეფასებული: 

არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ პროგნოზები გავაკეთო. რეალურად, დღეს უკვე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე: მერაბ ჯორბენაძეზე, დავით მამისეიშვილსა და ლავრენტი მაღლაკელიძეზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი. კერძოდ, ლაშა ჩხიკვაძის უკანონო განაჩენს ძალაში დატოვებენ, რომლის შედეგად, ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი მივიღეთ და რომლის შედეგად, საქართველოს ევროპული მომავალი და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა შეფერხდა, თუ პირიქით, პირველ ინსტანციაში ჩადენილ უკანონობას და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ და ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის პატიმრობას დაასრულებენ"- განაცხადა ადვოკატმა.