"უცნობმა'", ყველასთვის კარგად ნაცნობმა სამარცხვინო ფიგურამ, დანაშაული ჩაიდინა - გვარამია
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სასამართლო პროცესზე "უცნობის" მიერ გასაჯაროვებულ აუდიოჩანაწერების თემასაც შეეხო. ნიკა გვარამიას თქმით, გია გაჩეჩილაძემ არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკა დაარღვია, არამედ პირადი საუბრების გამოქვეყნებით დანაშაული ჩაიდინა.
ის, რაც მოხდა, არის არა მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა, არამედ პირადი საუბრების გამოქვეყნება და ესეც დანაშაულია, მინდა შევახსენო ყველას. "უცნობის" კი არა, ძალიან კარგად ნაცნობის სამარცხვინო ფიგურის მიერ ჩადენილი იქნა არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა, არამედ დანაშაულიც, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არანაირი საჯარო ინტერესის და არანაირი მამხილებელი ინფორმაციის შემცველი ტექსტი გავრცელდა, პირადი საუბარი სწორედ რომ... პირადი საუბარი არ გულისხმობს მხოლოდ ინტიმურ საუბრებს, ამიტომ ეს არის დანაშაული. გამავრცელებელი არის შემსრულებელი. თუ იარსებებენ შემსრულებლები, ყოველთვის იქნებიან უკანონო დავალებების გამცემები, - თქვა პროცესზე გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს.