კატეგორიულად ვგმობ მოსამართლის ოჯახის ბულინგს - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი საბრალდებო სკამიდან მისი დაკავების პოლიტიკურ შინაარსზე საუბრობს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ის უკანონო პატიმარია.
მედიამენეჯერმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ "გაუგებარია რას ემსახურება მოსამართლის ეთერებში ტარება".
მოვისმინე ბატონი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებები, არ ვიცი მოსამართლის ეთერებში სიარული და ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვა რას ემსახურება. როგორი სასამართლო არ ყოფილა ქვეყანაში, მაგრამ არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე.
ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება ბულინგი მისი მეუღლის და შვილების მიმართ, როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, არ არსებობს თეორიული მიზეზიც კი მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედებისა. გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ან ოჯახის წევრის ჩართულობას ამ ყველაფერში, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, მოვითხოვ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ შეწყდეს. კატეგორიულად ვგმობ მოსამართლის ოჯახის ბულინგს.
კეთილსინდისიერი იქნებოდა თუ ბატონი ჩხიკვაძე თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახზე, ცოლზე, შვილებზე...“,- თქვა გვარამიამ.