"ქართული ოცნება" გოიმობაა - ნიკა გვარამია
"ქართული ოცნება" გოიმობაა - ამის შესახებ სასაამრთლო პროცესზე ნიკა გვარამიამ განაცხადა.
"მთავარი არხის" დამფუძნებელის თქმით, "ოცნების" დაცინვა ტრენდი გახდა და მას დასცინიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო აქტორებიც, თან საჯაროდ და პირდაპირ.
ხელისუფლება მისულია დეგრადაციის ბოლო საფეხურზე, როდესაც დაგცინიან და მოდური ხდება შენი ქილიკი. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა ქართული ოცნება გახდა გოიმობა, მისი დაცინვა არის ტრენდი, აქ მთავრდება ყოველთვის ყველა ხელისუფლება. „ქართული ოცნება“ გოიმობა და დასაცინი არის საერთაშორისო აქტორების მიერაც, რაც ნამდვილად არცერთ ხელისუფლებას არ მოსვლია, ისინი ყოფილან გაბრაზებულები, შევარდნაძეზეც, სააკაშვილზე, მაგრამ დამცინავი, თან პირდაპირ, საჯაროდ დამცინავი არასოდეს ყოფილან.
საერთაშორისო აქტორები ამბობენ თქვენს წერილებსაც კი არ ვკითხულობთ, თქვენს ნათქვამსაც არ ვუსმენთ, რადგან არაფრად არ მიგვაჩნიხართ და სამარცხვინოა რასაც აკეთებთო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი, ამათ დასცინებენ, აბა რას იზამენ?" - თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.