მხილების პროცესი 2 წელი არ იწელება, ეს ვაჭრობაა - გვარამია გოგაშვილზე
"სადამსჯელო ოპერაციას" უწოდებს "მთავარი არხის" დირექტორი სოსო გოგაშვილის სპეცოპერაციით დაკავების ფაქტს.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი იყო, საზოგადოებას ენახა, "როგორ ათრიეს გოგაშვილი მიწაზე".
ოჯახი ამბობდა, რომ „კიდევ კარგი, რომ ჩავრთეთ ლაივი“... ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ლაივი ჩაერთოთ, ამის დროც მისცეს ოჯახს. ეს ხომ აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაციაა. თვითონ ხომ ვერ გადაიღებდნენ? შიგნიდან გადაღებული ლაივით აჩვენეს ყველას, როგორ ათრიეს მიწაზე გოგაშვილი. ეს იყო მიზანი"- ამბობს გვარამია.
მისი თქმით, არ იცის რას იზამს გოგაშვილი, თუმცა გვარამიას შეფასებით სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მამხილებელ პირს არ გავს.
რაც შეეხება რისკებს, მე არ ვიცი, ის ახლა რას იზამს, რას გამოაქვეყნებს, რას არა. გულწრფელად ვიტყვი, რომ აქამდე იგი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, იმიტომ, რომ მხილების პროცესი ორი წელი არ იჭიმება, ორი წელი იჭიმება ხოლმე ვაჭრობის პროცესი. ახლა რას იზამს, არ ვიცი"- თქვა გვარამიამ.