ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე თავდაყირა დგება- სარჩელი არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა

19.07.22 15:49
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე თავდაყირა დგება-  სარჩელი არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს.  აღმოჩენილია დოკუმენტების ახალი დასტა, რომელიც გარემოებას არსებით ცვლის და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მეტყველებს.

ირკვევა, რომ ინგლისის მოქალაქე, რომელმაც ქართულ სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ,,თიბისი ბანკის" აქციონერი საერთოდ არ არის, შესაბამისად მას ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ  ფინანსური ბერკეტების ამუშავების უფლება არ ჰქონდა. ამ გარემოების მიუხედავად, სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი და ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ანაბარის გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამჯამად ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაია, ელოდება სასამართლოს პასუხებს, საიდან მიიღო ჰოკმა ის განაჩენი, რომელიც მხოლოდ მხარეებს შესაძლოა, ჰქონოდათ.

იან ჰოკი აძლევს უფლებამოსილებას თავის ადვოკატს, როგორც ტბს ბანკის აქციონერი. მითითებულია კოდიც. იგი არ არის ტბს ბანკის აქციონერი. ეს არის ყალბი დოკუმენტი.

ჰოკმა, რომელიც არ არის ბანკის აქციონერი, მიმართა ბანაკს, რომლსი აქციონერები არ არიან  ხაზარაძე და ჯაფარიძე, აუკრძალა მათ ისეთ ბანკში დივიდენდების აღება, რომლის აქციონერებიც არ არიან.

სასაცილოობამდე მივდივართ. რა არის ეს? რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ უზრუნველყოფის გადაწყვეტილება? რა არის ეს, თუ არა მართლა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ორივე პირის წინააღმდეგ.

კითხვა მაქვს, საიდან აქვს მოსარჩელეს განაჩენი? ამ კითხვას ვსვამ, განაჩენი გვაქვს ჩვენ, აქვს პროკურატურას, განაჩენი არ გამოქვეყნებულა, საჯარი არ არის- აცხადებს ადვოკატი.

ბადრი ჯაფარიძე თითქოს ტბს ბანკის აქციონერს, იან ჰოკს, სთავაზობს, საქმის განხილვა ინგლისურ სასამართლოში გადაიტანონ, რადგან ის თავისი მიუკერძოებლობით ცნობილია.

გარდა ამისა, ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და იმასაც აცხადებს, რომ ამ საქმით მათი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის რეპუტაციის შელახვა სურდათ.

,,ქართული ოცნება" ითხოვს ხოლმე კონკრეტულ ქეისებს. აი, კონკრეტული ქეისი. უვადოდ გამწესებული მოსამართლე მარუაშვილი ადებს ყადაღას არარსებული აქციონერის მოთხოვნაზე არარსებული აქციონერების მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ მოსარჩელე ითხოვდა ყადაღის დადებას ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ. 

ეს არის ის სასამართლო, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" შექმნა და პოლიტიკური დევნა გრძელდება. აუცილებლად ეს სასამართლო იქნება რეფორმირებული. ,,ოცნება" წავა ხელისუფლებიდან - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.