რისკი, რომ უკანონოდ მოპოვებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა ჩანაწერებმა "გაჟონოს", მაღალია - ნიკა გვარამია

19.07.22 15:04
რისკი, რომ უკანონოდ მოპოვებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა ჩანაწერებმა "გაჟონოს", მაღალია - ნიკა გვარამია

 რისკი, რომ უკანონოდ მოპოვებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა ჩანაწერებმა "გაჟონოს" მაღალია - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

რისკი არის ძალიან დიდი ამ საქმეში, რისკი იმისა, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი, არა მხოლოდ პირადი საუბრები, არამედ ის რაც გვესმის, ინტიმური ცხოვრება მათ შორის, აი ეს ყველაფერი მოაგროვოს სუს-მა, დააბრალოს გოგაშვილს, რამდენიმე აღიარება ექნება, იმიტომ, რომ ტექნიკისა და აგენტურის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა, ეს ხალხი წავა მხილებაზე გოგაშვილის და დადებს საპროცესო შეთანხმებას, ეს მასალები დაერთვება საქმეს და მერე "გაჟონავს" სასამართლოს არქივიდან, ამის რისკი არის ძალიან მაღალი", - თქვა ნიკა გვარამიამ.