მოსამართლე ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას - ნიკა გვარამია
"მოსამართლე ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას"- ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ მოსამართლის მირერ მიღებული გადაწყვეტილება გამშვები მექანიზმი აღმოჩნდა იმისთვის, რასაც ახლა ვხედავთ.
ეს ერთ ნაწილში მომწონს იმიტომ, რომ სრული დასასრულია ივანიშვილისთვის, მაგრამ ამან ასევე გამოიწვია ქვეყნისთვის ზიანი, რაც მერჩივნა არ ყოფილიყო. მოსამართლე ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას, 8 კვირით გადადეს პროცესი და ზუსტად მივიდა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს. ძალიან ცოტა ვინმე თუ დარჩება ამ ხელისუფლებიდან საქართველოს ისტორიაში, მათ შორის იქნება მოსამართლე ჩხიკვაძე, ძალიან მძიმე შეფერილობით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.