მიუღებელია ხელისფლებას ფასადი, მართული, იმიტაცია ეძახო - პაპუაშვილი დასავლეთის წინააღმდეგ

19.07.22 15:15
მიუღებელია ხელისფლებას  ფასადი, მართული, იმიტაცია ეძახო - პაპუაშვილი დასავლეთის წინააღმდეგ

ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილს მმართველი გუნდი ეხმაინება.

"ოცნება", თავდაცვის რეჟიმშია და ამბობს რომ პრემიერის წერილის უკან ივანიშვილის ხელწერა არ იკითხება.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიუღებელია ხელისფლებას  ფასადი, მართული, იმიტაცია ეძახო

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ დეოლიგარქიზაციის ტერმინთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს.

„ვის აქვს წერილების სტილისტური ანალიზის უნარი, არ ვიცი და ვინ საუბრობს ამასთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ქართული დემოკრატიისთვის, ვინც არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეძახოს ფასადი, მართული, იმიტაცია ან რამე სხვა. აქედან გამომდინარე, ამ ტერმინის (დეოლიგარქიზაცია) განმარტება მნიშვნელოვანია და მათ შორის, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისაგან ამ ტერმინის არაკეთილსინდისიერი განმარტებისგან გამიჯვნაც მნიშვნელოვანია“. - განაცხადა პაპუაშვილმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში გაზის იმპორტსა და საქართველოს გეოპოლიტიკური მოთამაშის როლის გაზრდაზე შეხვედრებს მართავდა, როდესაც მას ღარიბაშვილმა  ივანიშვილზე წერილი მისწერა. 

პარლამენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.