პრემიერმა ევროკომისიას შეუთვალა, ივანიშვილს შვეიცარიის ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო - ელისაშვილი

19.07.22 15:32
პრემიერმა ევროკომისიას შეუთვალა, ივანიშვილს შვეიცარიის ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო - ელისაშვილი

ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილს ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ამბობს, რომ სირცხვილით დაიწვა, როდესაც ეს წერილი წაიკითხა.

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილი აზერბაიჯანში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრაში ჩართულიყო, ამ დროს ურსულა ფონ ლაიერს ერთი მდიდარი კაცის პრობლემებზე მისწერა და ევროკომისიის თავმჯდომარეს შეუთვალა „ივანიშვილს შვეიცარიის ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო“.

ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე, აი სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მინდოდა მიწა გამსკდარიყო. თან წერილს უგზავნის ადამიანის, რომელიც ბაქოში გაზის იმპორტზე სასაუბროდ არის ჩასული და ეს ეხება საქართველოს, რომ მისი სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს იმ დროს, სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დღეს უგზავნის, აქო ერთი მდიდარი კაცი არისო, შვეიცარიის ბანკში აწვალებენო და თქვენც ნუ აწვალებთო. ეს არის არ ვიცი რა. პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა, პრემიერ-მინისტრი ხარ ბოლობოლო. „ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს, რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო ნამდვილად არ არის“. - თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა.