სასტიკი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე - რას ამბობენ ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე

19.07.22 15:40
სასტიკი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე - რას ამბობენ  ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე

სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში - სამართალდამცავები დედის დაჭრაში და ქალის მეგობრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის კვალზე ჯერ ვერ გავიდნენ. 

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, 22 წლის ბიჭმა დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ დედა და მისი მეგობარი ქუჩაში დაინახა, ჩაუსაფრდა და 54 წლის რამიზ მემედოვს დანა გულისა და ყელის არეში ჩაარტყა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ქალის მდგომარეობა კი მძიმეა.