საპროცესო ვადები დაირღვა - სააპელაციოში გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს გაიმართება

19.07.22 16:06
საპროცესო ვადები დაირღვა - სააპელაციოში გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს გაიმართება

სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პროცესის 2 თვე-ნახევრით გადადება საქმის განხილვის ვადების დარღვევაა. კანონის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასასინჯად 2 თვე აქვს.

დღევანდელი სხდომა სასამართლოს მითითებით დაიწყო, მან პირველი სხდომა კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჩანიშნა, თუმცა იმავე მუხლის სხვა ნაწილი, როგორც ჩანს, მოსამართლეებს საერთოდ არ ადარდებთ. ეს მუხლი ამბობს, რომ სააპელაეციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს საქმის განხილვა და მიღებული უნდა იყოს განაჩენი. ანუ 14 სექტემბრამდე განაჩენი უნდა მიეღო სასამართლოს. პროცესი 4 ოქტომბერს ჩაინიშნა. კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევა იმ მოტივით, რომ ვიღაცა შვებულებაში გადის და გრაფიკს ერთმანეთს ვერ შეუწყობენ... ნიკა გვარამია უკანონო პოლიტიკურ პატიმრიბაში იმყოფება ეს პროცესი უნდა გაგრძელხდეს იმიტომ რომ შვებულებებს ერთმანეთს ვერ ამთხვევენ?!"- თქვა "ტვ პირველთან" დიტო საძაგლიშვილმა. 

მოსამართლეთა კოლეგიამ პროცესის 2 თვე-ნახევარში ჩაინიშნა შვებულებების პერიოდით ახსნა: 

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტო შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვაქვს, და გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ, იმიტომ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აუცილებლად უნდა იყვნენ მოსამართლეები სასამართლოში, ამიტომ გადანაწილებული გვაქვს გრაფიკი. მოგვიწევს სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშვნა, იქიდან გამომდინარე, რომ სექტემბერი ფაქტობრივად უკვე შევსებული გვაქვს ბოლომდე" , - თქვა მოსამართლე ჯორბენაძემ.