ფაქტია, რაც უბრძანეს ის გააკეთეს - გვარამია მოსამართლეთა კოლეგიაზე

19.07.22 16:53
ფაქტია, რაც უბრძანეს ის გააკეთეს - გვარამია მოსამართლეთა კოლეგიაზე

ნიკა გვარამიას ცოლი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ  საპროცესო ვადები განგებ დაარღვია. სოფო ლილუაშვილის განცხადებით "მთავარი არხის" ხელმძღვანელის საქმე პოლიტიზირებულია: 

საქმე პოლიტიზირებულია და ზოგოერთი პირის ინტერესი იკვეთება. ფაქტია, რომ დაირღვა კანონით დადგენილი ვადები. ჩვენი პრობლემა არ არის ვინ შვებულებაში გადის, ვინ რას აკეთებს და რა მიზეზით ვერ დაესწრება სხდომას. ფაქტი ის არის  რომ რაც უბრძანეს ის გააკეთეს"- თქვა ლილუაშვილმა.