დადგა დრო, ივანიშვილმა კითხვებს უპასუხოს - მიხეილ ყაველაშვილი

19.07.22 17:10
დადგა დრო, ივანიშვილმა კითხვებს უპასუხოს - მიხეილ ყაველაშვილი

დადგა დრო, ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს უპასუხოს- ამის შესახებ საუბარი ,,ოცნებიდან" „წასულმა“ მიხეილ ყაველაშვილმა დაიწყო.

ყაველაშვილი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს კელი დეგნანს და სვამს კითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი ამერიკის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს ომის დაწყების შემდეგ.

 ალბათ უკვე დადგა დრო, რომ კითხვები დავუსვათ ბიძინა ივანიშვილს, არ არის ,მე მგონი, ეს პრობლემა რომ დავუსვათ მასაც კითხვები, თუ რა ხდება ამ პროცესში?

დროა, რომ მან კითხვებს პასუხი გასცეს. კელი დეგნანის ეს პოზიცია, რომელიც პასუხს არ სცემს კითხვებს, რიგი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულების იქნება წვეთი და ხომ არ იყო კომუნაკაცია მანამდე, ომის დაწყების შემდეგ ამ ადამიანთან, რომ ასეთ შანტაჟს რომ მიმართავენ. დროა ალბათ, რომ კითხვები მასაც დავუსვათ, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა. რადგან ზეწოლა მიმდინარეობს ხელისუფლებაზე, ქვეყანაზე, ალბათ აუცილებელია, რომ ეს კითხვები ნელნელა მიმართულებას იძლევა ბიძინა ივანიშვილის მიმართ“. - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.