კობახიძე მისი შავი საქმიანობის გამო ანერვიულდა - ბესელიას პასუხი კობახიძის ბრალდებებზე

19.07.22 17:18
კობახიძე მისი შავი საქმიანობის გამო ანერვიულდა - ბესელიას პასუხი კობახიძის ბრალდებებზე

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ კობახიძე ახლა თავად ანერვიულდა, რადგან  საკუთარი შავი საქმეების გამოაშკარავების ეშინია. მმართველი პარტიიდან დემარშით წასული პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" შავ საქმეებთან სწორედ ირაკლი კობახიძეა კავშირში.  

კობახიძე ანერივიულდა ახლა, როგორც ჩანს, გოგაშვილის ძალიან ბევრი ინფორმაციის გამო და პირველ რიგში, მისი შავი საქმიანობის და შავი სალაროს გამო, იმიტომ, რომ მაგაზე ყველაზე მეტად უნდა ნერვიულობდეს თუ ვინმეს აქვს ყველაზე მეტად შეხება შავ სალაროსთან და საერთოდ, შავ და ცუდ საქმეებთან ეს ბიჭია სწორედ, რითიც არის დაკავებული მთელი ეს ამდენი წელი და ამისთვის მას დადგება დრო და პასუხი მოეკითხება. შავი ფულის საკეთებლად ვინც არის მოსული ხელისუფლებაში, იქ დარჩნენ და ტენდერები, კორუფციული სქემები, სასამართლოს ხელით, მათ შორის, საქმეების დალაგება. ამით არის დაკავებული ის ხალხი ახლა ვინც დარჩა, - თქვა ბესელიამ. 

ირაკლი კობახიძის მტკიცებით,  ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" იმიტომ დატოვა, რომ შავი ფულის გაკეთების საშუალება არ მისცეს.