ანრი ოხანაშვილი ქვეყნის სირცხვილია - ვატო წერეთელი
,,ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხება ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც წერეთელს ,,ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ამერიკსი საელჩოში მის მიმართ ,,ოცნების" დეპუტატებმა კარგად ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა ჩაიდინეს.
,,ტვ პირველსი" დამფუძნებელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამერიკის საელჩოს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პროკურატურას მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები მიაწოდოს.
პირველ რიგში მაინტერესებს, ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა საქმე და ამისთვის მოვედი გამოკითხვაზე, თუ დღეს მოვისმინე, რომ ანრი ოხანაშვილს შეუტანია საჩივარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მხრიდან ვარ დაბარებული. რომ შევალ, პირველ რიგში ამას ვიკითხავ.
ყველაფერს მოვყვები, რაც მოხდა, ყველაფერს დავადეკლარირებ, რაც მოხდა ინციდენტის, ჯგუფურ თავდასხმასთან დაკავშირებით.
მინდა, რომ ძალიან სწრაფად მოთხოვონ ამერიკის საელჩოს ვიდეომასალა, რადგან ძალიან მკაფიოდ ჩანს იქ ჯგუფური თავდასხმა, როგორ ჩაიდინეს იქ პარლამენტის წევრებმა ჯგუფური თავდასხმა.
მივმართავ ამერიკის საელჩოს, ითანამშრომლონ ჩვენს პროკურატურასთან და მალე მიაწოდონ კადრები.
ანრი ოხანაშვილი არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ამერიკელმა დიპლომატმა დაგვპატიჟა მიღებაზე და მან ჩაიდინა ჯგუფური თავდასხმა. დარწმუნებული ვარ, ეს იყო ორგანიზებული. ანრი ოხანაშვილი არ არის ისეთი ემოციური, ჭკუიდან გადასული ადამიანი, იქ რომ რაღაც დამართნოდა.
დარწმუნებული ვარ, ეს იყო წინასწარ განზრახული!
პროკურატურას მოწევს, ვერ გააპრავებს, ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, რადგან ეს არის აღბეჭდილი კადრებად, მე რომ ჩემს თავზე არ ვილაოარაკო, ეს აღბეჭდილია კადრებად. მთხოვომ ამერიკის საელჩოს, მე მქონდა მათთან კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, საელჩო მათან ითანამშრომლებს. - განაცხადა ვატო წერეთელმა.