"ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს"- დეგნანი ყაველაშვილის განცხადებაზე
„ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, რადგან არ ვიცი, რა თქვა მან“ - ასე პასუხობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ყავალეშვილის მორიგ განცხადებას, სადაც დეპუტატმა ივანიშვილ-კელის აუდენციის თეორია განავითარა.
ელჩის თქმით, ის იყო მესტიაში, ზუგდიდში და თვალყური არ უდევნებია თბილისში მიმდინარე მოვლენებისთვის.
რაც ყველაზე სასიამოვნო რამ არის საქართველოს გარშემო მოგზაურობაში, ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი და ეს რეგიონებშია, სადაც ხალხი მომავალზეა ორიენტირებული და არა ამაზე. არ ვიცი, რაზეა საუბარი"- თქვა დეგნანმა.
"ოცნებას"ფორმალურად გამიჯნულმა ყაველაშვილი დაინტერესდა "ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ".